Choose your language:
en ka ru
Upcoming games:
(#77) "FireBird"
team game,
20.08.2025 / 20:00:00
Zone: Quest
Authors: TWIS, GioKip, adontz
Participation: 50 usd
(#80) "The show must go on"
team game,
01.09.2025 / 10:00:00
Zone: Quest
Author: GioKip
Participation: free
Earth // Georgia // Tbilisi // FLAME // OFF-topic
RSS 2.0
Domain: http://tbilisi.en.cx/ (domain owner: GioKip) Show avatars
Forum moderators: oho, GioKip, air, TWIS, ZURA, md5, Eretildo
On page: 
1  2  3  4  5  6  7

Я помню чудное мгновенье ანუ პოეზია უპირველეს ყოვლისა!

6/7/2008 6:15:44 PM / 127 messages / the topic was opened by oho .

Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 2:58:49 AM (UTC +4) ]  
სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია,
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი ყველას უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ-დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 3:03:19 AM (UTC +4) ]  
"უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . .
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხარ. . .
თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს
ქალბატონო. . .
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . .
მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . .
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ;
სინანული გვიანია ქალბატონო. . .
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს,
არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . .
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . .
თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ,
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო,
მომიტევეთ. . .
ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . ."
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 3:12:51 AM (UTC +4) ]  
მითხრეს, სიწითლემ გადამკრა წუთით,
ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად,
არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი,
და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა.

გათხოვდი,
ბოლოს ყველა თხოვდებით,
თითქმის ყველანი ხდებით დედები,
თქვენი სიმართლით, თქვენი ცოდვებით
მოძებნით, ვინმეს მიეკედლებით.

მაინც რად გვწყდება გული, რით არი?
თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს,
თითქო გვაკლდება ერთი სიზმარიც,
ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია.

შორით მომწონდი, მხვდებოდი წუთით,
დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა,
არც მყვარებიხარ, არც ჩემად მსურდი,
არც ვიცი, გული რატომ მეტკინა.
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:00:20 AM (UTC +4) ]  
არ აპანტურებს მურია ყურებს,
არ აფახულებს თოჯინა თვალებს,
პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს:
უნდა მოვიდეს მამიკო მალე.

მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს,
პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს,
პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ:
- მამიკო მოდის!..
- მამიკო მოდის!..

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

- რა მომიტანე, - წივის, კისკისებს,
მიჩხრეკავს ჯიბეს ჩვეულ ლაღობით
და კონწიალობს ყელზე, კისერზე,
როგორც მშობლიურ ტოტზე ნაყოფი.

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

ვინ რას დაუშლის პაწაწა თითებს,
ბუნჩულა თითებს, საყვარელ თითებს
და რას არ ითმენს, ო, რას არ ითმენს
მამიკოს ქუდი, მამიკოს მხრები,
მამიკოს თმები (თუ ჰქვია თმები).

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...

ან რა სჯობია მამასთან თამაშს,
მამიკო გოგოს აცინებს მუდამ,
ბავშვის გალახვა არ იცის მამამ,
ბავშვმა რაიმე გატეხოს თუნდაც.

დარიალებენ აქეთ და იქით,
თამაშში ნეტა რა არის ცუდი?
ვეღარ მონახა მამიკომ წიგნი?!
ვერსად იპოვა მამიკომ ქუდი?!

- მამიკო მიდის!
- მამიკო მიდის?
ატეხავს განგაშს ხმა მოტიტინე
და იმუქრება პაწია თითით:
- მეც წამიყვანე, თორემ ვიტირებ...

პატარა გოგოს მამიკო უყვარს...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:05:12 AM (UTC +4) ]  
დღეს თუ არ გახსოვარ,
დღეს თუ არ გჭირდები,
ცრემლებად ჩამოვალ ღრუბელთა კალთიდან,
გაშალე ხელები, შეკარი პეშვი და
შეიგრძენ ლამაზი ფიქრების სურნელი.
ცხოვრება უძირო გრძნობების ომია,
დღეს ეიფორია,
ხვალ_მწარე ფიასკო,
შენ როცა წაგება დარდებად მოგივა,
მიუგდე ყური და ნიავი გიამბობს;
უბრალო ქარი და ფოთლები კი არა,
ეს ჩემი სუნთქვაა საშველად მოსულა,
ტკბილია ოცნება და ზოგჯერ სიზმარი,
ცხადში კი ფერები თუმცაღა მუქია,
არასდროს იფიქრო: უიღბლო რატომ ვარ?!
გიჟია ის, ვისაც ცხოვრება უქია,
გინახავს? საზარლად დბურულ ღამეში,
ოდნავი ნათებაც კაშკაშა შუქია.
ჩამქრალმა თვალებმა, რატომღაც იმრავლა,
სევდა და წუხილი დღეს უფრო მეტია,
შენ ალბათ გინახავს უმწეო გლახაკი
და სასომიხდილი მდიდარიც გინახავს.
ცხოვრების კანონებს ვერაფრით ვერ შეცვლი,
თავად ვართ ბედის და იღბალის დამწერნი,
თვალს რომ გადაავლებ ადვილად მიხვდები,
საიდან მოხვედი და საით წახვედი.
ჰოდა, თუ გახსოვარ,
ჰოდა, თუ გჭირდები,
მე ხვალ მზედ ამოვალ ღრუბელთა კალთიდან,
ახედე ზეცას და მომეცი უფლება,
წავშალო წუხილი საყვარელ სახიდან.
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:05:12 AM (UTC +4) ]  
ჩემი სიყვარული ამაყია,
იგი მოწყალებას არ გთხოვს,
შენი მოგონება ჰყოფნის,
შენი თვალის სხივი ათბობს.

ჩემი სიყვარული ამაყია!
მას ვერ დააჩოქებს დარდი,
ქვეყნად არაფერი აბადია,
ქვეყნად ფეხშიშველი დადის.

ჩემი სიყვარული ამაყია!
იგი მართალია ცამდის,
ქარმა გამოსტაცა,დაუფერფლა
შენი ნაჩუქარი ვარდი.

ჩემი სიყვარული ამაყია!
თავს არ მოგაბეზრებს გწამდეს!
ბევრი უხეშობა გაპატია,
კიდევ გაპატიებს რამდენს!

ამ ჩემს სიყვარულზე გადიარა
დაცინვამ წუთისოფლის,
მაინც ჩემი გრძნობა ამაყია!
მხოლოდ მოლოდინი ყოფნის!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:06:37 AM (UTC +4) ]  
ცა დაბერებულა, წვიმის სეზონია-

წამი გაფითრებულ დღეებზე მოხოხავს,

თუ ადამიანობ, მე ასე მგონია-

მარადისობისთვის ძალიან ცოდო ხარ!

ზამთარმა გამოჭრა ცხელი გაზაფხული

და მთიდან ჩამოტყდა მდინარე როხროხა.

თუ დღესვე ირწმუნებ, რომ მიწას ეკუთვნი,

მარადისობისთვის ძალიან ცოდო ხარ!

რადგანაც სიკვდილი მიწასთან მეგობრობს

და მუდამ გახსენებს, რომ უთვისტომო ხარ.

გგონია შეიცნობ? გგონია? - გეგონოს!

მარადისობისთვიც ძალიან ცოდო ხარ!

მე შურით ვუყურებ პატარა მათხოვრს,

რომელსაც მზე ექცა უზნეო სოდომად,

რომელსაც განგებამ სიცოცხლე ათხოვა,

მაგრამ სიცოცხლისთვის ძალიან ცოდოა!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:07:58 AM (UTC +4) ]  
ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს,
სწორედ იმ ერთს ვერ ასწორებს ვერაფერი,
და თუ მართლა დამნაშავედ მიგაჩნივარ,
მაპატიე.. მაპატიე.. ყველაფერი.
თუკი სევდა გარს გეხვევა როგორც ნისლი,
და სიმართლეს ტყუილისგან ვეღარ არჩევ,
თუ ორივე ერთად ყოფნამ გადაგვღალა,
მაშინ მხოლოდ განშორება გადაგვარჩენს,
მე გშორდები,მე მივდივარ რადგან ვხედავ,
ჩვენ შეხვედრას არ შორდება ყალბი ფერი,
და თუ ახლაც დამნაშავედ მიგაჩნივარ,
მაპატიე.. მაპატიე.. ყველაფერი!!!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:09:58 AM (UTC +4) ]  
ყველაფერს როცა მოვიგონებ
მომაგონდები...
ალბათ განვიცდი წარსულ წლებზე
მწარე სინანულს...
ყოველთვის მაინც მომიგონებ
მომაგონდები...
თუ როგორ ჰკარი ხელი პირველ
ნამდვილ სიყვარულს...
ნუ გაიფიქრებ დავუბრუნდე
ისევ ჩვენ წარსულს...
ნუღა იფიქრებ რომ ეს გული
შენი გულია...
იცოდე ხშირად მოვიგონებ
პირველ სიყვარულს...
რომელიც ჩვენთვის სამუდამოდ
დაკარგულია?!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:14:31 AM (UTC +4) ]  
წლებმა საათივით ჩაიარა ,
ეშმა სათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა,
გრძნობის ყველა წამმა დედა...

რამდენ ნაცრემლარად ჩამეკიდა,
გულში კლდედ ქცეული სევდა-
-მთელი დღეები და ღამეები....
მუდამ მეყვარები დედა...

შენთან მოვედი და შემიფარე
აღარ დაგშორდები მეტად,
ოქრო მუჭა-მუჭად დავარიგე,
შენთვის აღარ დამრჩა დედა..

ყველა მეგობარი დამეფანტა,
ქარიც აღარ ჩადგა ბედად,
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე,
ვიღას მივაკითხო დედა ..

კვიცი, ვინც კი დედას წინ გაუხტა
იქცა ფრთამოტეხილ გედად,
სრულყოფილება რომ არ არსებობდა
რატომ არ მითხარი დედა...
....

ფიქრთა ღრუბელია მარტოობა,
ფიქრმა დამიბნელა მზე და..

რატომ არ მასწავლე სიძულვილი..
მღუპავს სიყვარული დედა....
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:17:55 AM (UTC +4) ]  
პატარა გოგონა

წუხელის ისეთი ლამაზად მოთოვა ,
მომინდა თოვლთან და ფიფქებთან თამაში ,
დარბოდა ნაზ თოვლში ამ დილით გოგონა ,
თავისი და ჩემი ბავშვობის ხანაში .

გავყევი ოცნებით დათოვლილ ბილიკებს,
როდის მოვასწარი ნეტავი დათრობა ,
მისდევენ გოგონას ფიფქები, ფიფქები,
მისდევენ ფიქრები და ჩემი მავშვობა.

თვალი ვერ მოწყვიტე წარსულის სურათებს,
გოგონა ფიფქივით ცეკვავდა, ანცობდა,
როგორ დამავიწყდა იმ გოგოს სახელი,
სახელი მე მაშინ ასე რომ მათბობდა.

წარბებს და წამწამებს პეპლები ამკობენ.
გოგონას უხდება ფიფქებთან თამაში ,
და მირბის ნაზ თოვლში პატარა გოგონა,
ჩემი და თავისი ოცნების ხანაში .


მერკუციო
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:21:07 AM (UTC +4) ]  
ამბობდი -
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ - თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გამცვდარი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ -
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ...





თეა თაბაგარი
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:29:24 AM (UTC +4) ]  
მაგ ტუჩის ნაპირებს, ჯერ კიდევ
უმზეოს,
ამბორით მივადგი საცდელი
ხარაჩო,
შეგრცხვა და იდექი ისეთი
უმწეო -
ვით ტიალ მინდორში პირველი
ყაყაჩო...



რ____ო____ი
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:34:56 AM (UTC +4) ]  
არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფეხებზე მკიდიხარ...





ბაკურ სვანიძე



არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი –
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს,
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი:
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს
.
ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და
მაცხოვრის დედასაც მშობლები ვუგინო!
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა...
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ!
.
რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!..
მთავარი დედობის მანდილის ამბავში...
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები!
.
ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას –
შენც გენატრებოდა ოცნების პრინცები!..
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება –
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი!
.
მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე...
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი...
.
შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი,
არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ!
ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით
ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე...
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფეხებზე მკიდიხარ...

Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:44:11 AM (UTC +4) ]  
რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში,
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედსა და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ-სათქმელის გამორიყვაში...
ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს გავს, აღარც იხდენს იას თოვლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.
თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ცნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.
ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 8/21/2010 4:46:59 AM (UTC +4) ]  
მოგენატრები...
და მე ვიცი ეს მონატრება
რამდენჯერ ცრემლებს
გაგიჩენს თვალში.
მოგენატრები...
და მე ვიცი, ეს მონატრება
რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში,
მოგენატრები
და მე ვიცი ამ მონატრებას
ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის!
მოგენატრები ახლაც და მერეც,
როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში.
მოგენატრები...
ჩემს მონატრებას
ბევრჯერ გაჰყვები უღმერთოდ ქარში!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 9/5/2010 11:55:58 AM (UTC +4) ]  
მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან, შენ მოხვალ ჩემთან ხვალ ან გაისად, როცა კვირტები დაიწყებს გაშლას, როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს...როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის ამქვეყნად ჩვენი როლის თამაში, რომ შენ დამითქვამ შეხვედრის ადგილს სადმე წარსულში ან მომავალში..
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 9/13/2010 2:38:06 AM (UTC +4) ]  
დაგაქალებდი. . .ჩემს მკლავებში დაგაქალებდი
გაქცევდი ჩემად სამუდამოდ დაგიბედებდი
დაგაქალებდი. . .შეგიფაკლავდი ჭორფილიან ღაწვებს
და ყოველ ღამეს შენს სიზმრებში დავსახლდებოდი. . .
დაგაქალებდი. . .შემოგხვევდი ჩემს უხეშ მკლავებს
ავფირინდებოდით მიწაზე არ დაგაკარებდი. . .
დაგაქალებდი. . .მარტოოდეენ ჩემად გაქცევდი
და ჩაძინებულს საბანს ფრთხილად დაგაფარებდი. . .
დაგაქალებდი. . .აგიხდენდი ყველა ოცნებას,
და ცივ ნიავსაც, სიოსაც არ მოგაკარებდი. . .
მოვიპარავდი თითო კოცნას შენი ტუჩიდეან,
მარგალიტებად ყელს, ამბორით ვუსახსოვრებდი
გადმოვირბენდი ყველა ბილიკს მომავალს შენსკენ
შიშსა და სევდას, შენსას, ჩემო, გავაქარვებდი. . .
დაგაქალებდი. . . აგიხდენდი ნაფიქრალს ცხადად
და არასადოს., არასოდეს, არ გავქრებოდით. . .
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 9/13/2010 2:59:35 AM (UTC +4) ]  
ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 9/13/2010 3:13:57 AM (UTC +4) ]  
Я - Женщина, и, значит, я - Актриса, во мне сто лиц и тысяча ролей.
Я - Женщина, и, значит, я - Царица, возлюбленная всех земных царей.
Я - Женщина, и, значит, я - Рабыня, познавшая солёный вкус обид.
Я - Женщина, и, значит, я - пустыня, которая тебя испепелит.
Я - Женщина. Cильна я поневоле, но, знаешь, даже, если жизнь - борьба,
Я - Женщина, я слабая до боли, Я - Женщина, и, значит, я - Судьба.
Я - Женщина. Я просто вспышка страсти, но мой удел - терпение и труд,
Я - Женщина. Я - то большое счастье, которое совсем не берегут.
Я - Женщина, и этим я опасна, огонь и лёд навек во мне одной.
Я - Женщина, и, значит, я - прекрасна с младенчества до старости седой.
Я - Женщина, и в мире все дороги ведут ко мне, а не в какой-то Рим.
Я - Женщина, я избранная Богом, хотя уже наказанная им!
On page: 
1  2  3  4  5  6  7
4/29/2024 7:00:55 PM
(UTC +4)

www.en.cx
EncounterTM Ltd.
2004-2024 ©