Choose your language:
en ka ru
დაგეგმილი თამაშები:
(#77) "FireBird"
გუნდური თამაში,
20.08.2025 / 20:00:00
თამაში: შერკინება
ავტორები: TWIS, GioKip, adontz
მონაწილეობის მიღება: 50 usd
(#80) "The show must go on"
გუნდური თამაში,
01.09.2025 / 10:00:00
თამაში: შერკინება
ავტორი: GioKip
მონაწილეობის მიღება: free
RSS 2.0
დომენი: http://tbilisi.en.cx/ (დომენის მფლობელი: GioKip) Show avatars
ფორუმის მოდერატორები: oho, GioKip, air, TWIS, ZURA, md5, Eretildo, Kiza
გვერდზე: 
1  2  3  4  5  6  7

Я помню чудное мгновенье ანუ პოეზია უპირველეს ყოვლისა!

07.06.2008 18:15:44 / 127 პოსტი / თემის ავტორი oho .

ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:19:25 (UTC +4) ]  
არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფეხებზე მკიდიხარ...


ბაკურ სვანიძე
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:24:39 (UTC +4) ]  
დროა დავშორდეთ, გვეყო ერთად რაც კი ვიარეთ!
ფიქრით კი გულში სამუდამოდ ჩაგისახლდები,
ჩემი ცოდვები შენ თუ აღარ გაგიზიარე,
ჩემი სირცხვილის მონაწილე აღარ გახდები.
ერთი გრძნობა გვაქვს ჩვენ ორივეს ნასათუთები,
მაგრამ ორივეს საკუთარი დაგვაქვს ვარამიც,
ჩვენ იგივე ვართ, მაგრამ ტრფობის წმინდა წუთები
ჟამთა სიავეს არ დარჩება მოუპარავი.
დღეიდან შენი შეხვედრისას ვეღარ ვილაღებ,
ვეღარ გავბედავ შენთვის ხელის გამოწოდებას,
შენც უცნობივით ჩამიარე, თუ დამინახე,
სახელი რომ არ შეგიბრალოს ჩემმა ცოდვებმა.
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:25:36 (UTC +4) ]  
გითხარი, გეწყინა...ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან,
”რა ცუდი ყოფილხარ? შემეშვი, გამცილდი,
როგორ გამიბედე თქმა?”
არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ,
როგორი კარგი ხარ შენ!
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:45:22 (UTC +4) ]  
დგახარ და უყურებ გაღებულ ფანჯარას
შორია ცამდე და მით უფრო მიწამდე,
ასამდე გაზომვა არ გინდა თუ მაინც
ადექი გადახტი , არადა იწამე-
რომ ზევით ვიღაცა შენს ბედზე თამაშობს,
გმართავენ ძაფებით მომჩვარულ თოჯინას.
არ გინდა ასეთი ცხოვრება ჩარჩოში
გადახტი და მთვარე
ჩემამდე მოგიყვანს.
დავსხდეთ და ვიკითხოთ ჰესე ან კამიუ,
ვარჩიოთ ჩვენგან ვინ, ან საით წავიდა.
შეხედე სნობიზმით გადაღლილ სამყაროს
გრძნობები ასტკივდა.
ახლა კი უბრალოდ თვალები დახარე
სულს ისევ ერჩიან,სადღაა ლოგიკა
გადახტი და მერე ჰო, მერე იცოდე
მთვარე მოგაკითხავს და ჩემთან მოგიყვანს.
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:48:24 (UTC +4) ]  
რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში,
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედსა და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ-სათქმელის გამორიყვაში...
ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს გავს, აღარც იხდენს იას თოვლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.
თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ცნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.
ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს...


შექსპირი
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:52:45 (UTC +4) ]  
ძალიან მალე იცვლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მალე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.

მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ -
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.

და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,
ვით ციხე - მტრებით გარემოცული...
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.

ოთარ ჭილაძე
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:54:14 (UTC +4) ]  
სიკვდილს მე როდი შევუშინდები,
იგი ძმა,მუდამ ჩვენს მხარეზეა,
მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ გავს და უარესია.
აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,
არც მაისი და არც პოეზია,
მაშ გაუმარჯოსს იმგვარ სიცოცლხეს,
სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!


გალაქტიონი
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:54:55 (UTC +4) ]  
ეს ის ჟამია, როდესაც ხვდები,
რომ მიტევებაც არის სასჯელი,
ტანჯვაც შვებაა და ღმერთის ნებით,
განვლილი ბევრად სჭარბობს დარჩენილს.

ეს ის ჟამია, როდესაც გინდა
დაჯდე, დაწერო ბოლო წერილი,
თუმცა სასწაულს კვლავ ელი ციდან
და განვლილს ბევრად სჯობს დარჩენილი.

ოთარ ჭილაძე
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:57:19 (UTC +4) ]  
როგორ მიყვარდი,
უსიტყვოდ მტოვებ,
უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა...
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 19:58:39 (UTC +4) ]  
ვაპირებ ცხოვრებას-სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს.
რამდენი ხანია,რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს,ვაპირებ ცხოვრებას!
ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი.
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.
ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი...
ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...
ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე,
როდემდე!..
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები...
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...
და ისევ ლოდინი, და ისევ მზადება.
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება!
მე კი,სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!

მიხეილ ქვლივიძე
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 20:17:22 (UTC +4) ]  
იცრუო, უფრო ადვილია,
__სიმართლის თქმაა ძნელი,
ილაპარაკო ადვილია,
__აღსარებაა ძნელი,
შეცდომა დაუშვა, ადვილია,
__გამოსწორებაა ძნელი,
გული მატკინო, ადვილია,
__მოფერებაა ძნელი;
ჩემი მოსმენაც ადვილია,
__გაგება, ცოტა ძნელი,
რაღაც გამახსენო ადვილია
__რაღაც დამავიწყო, ძნელი,
კითხვებით შემაწუხო ადვილია,
__წარსულზე ფიქრია ძნელი;
ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია
__ერთგულებაა ძნელი,
უკან დახევა ადვილია
__წინ წასვლა ცოტა ძნელი,
ჩემზე უარის თქმა ადვილია,
__პოვნაა მერე ძნელი,
ჩემი დავიწყებაც ადვილია,
__მონატრებაა ძნელი,
ჩემი სიკვდილიც ადვილია,
__მაცოცხლო ესაა ძნელი
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 20.12.2009 20:30:54 (UTC +4) ]  
Что это у тебя в руке?
- Счастье.
- Почему такое маленькое?
- Оно только мое.Зато какое лучистое и красивое.
- Да...Восхитительно!
- Хочешь кусочек?
- Наверное...
- Давай ладошку.Я поделюсь.
- Ой...оно такое теплое...
- Нравится?
- Очень...спасибо!
- Близким людям никогда не говорят спасибо.
- Почему?
- Они всегда все понимают без слов.По глазам.
- А чужие?
- Чужие говорят спасибо таким же чужим.Прийдет время и ты поймешь.
- Знаешь...мне намного лучше,когда счастье в руке...
- Так всегда бывает.
- А если я с кем-то поделюсь?
- У тебя прибавится твоего.
- Почему?
- Сам не знаю.Только потом оно станет еще более теплым.
- А руки об него обжечь можно?
- Руки обжигают о зависть.О счастье их обжечь нельзя.
- Знаешь...я знаю с кем поделиться этим чудом.
- Я рад этому.
- Тогда...
- Именно,увидимся еще.Делись им.Ведь так многим его не хватает.

Я делюсь им с тобой



ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 08.01.2010 22:57:26 (UTC +4) ]  
... როდესაც მცივა, ზამთარია.
ან გვიანი შემოდგომა.
ან სიყვარული.
როგორც ტოტები ფოთლებისაგან, ჩემი სიტყვები გრძნობებისგან იძარცვებიან
და ჩვენ ერთმანეთს უხერხული პაუზებით ვესაუბრებით,
და შენც ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც ყოველთვის:
ჩემი მომლოდინე
გრილ სასადილოში,
სადაც მე და შენ აღარ დავდივართ,
სადაც ძვირფასმა რესტორანმა დაიდო ბინა,
სადაც აღარ სვამენ ჩაის.

როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ; და ასე იქნება მუდამ,
ვიდრე ზამთრობით ბეღურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან.





ზვიად რატიანი
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 08.01.2010 23:03:34 (UTC +4) ]  
ჩვენს წილ სიზმრებში რა ხანია უკვე მოთოვა
და ბეღურებმაც შეაფარეს თავი აივნებს.
მეზობლის ქალებს გაეყინათ თოკზე სარეცხი
და გულში წყევლა შეუთვალეს აშარ ამინდებს.

ქალაქი თეთრი. და ოთახში ფარდები, სითბო,
ვწევარ და ასე სიცხიანი ვზომავ სტრიქონებს,
მახველებს ისევ, როგორც გუშინ ან იმის წინათ
და უკვე ჩემთვის შენს თვალებს და შენს თმებს ვიგონებ.

არ ვიცი, იქნებ შემოდგომამ სხვა გზით გატარა,
ახლა არ გვინდა შეცდომებზე ისევ მოყოლა,
ალბათ, ამინდმა აურია რაღაცა ისევ
და ჩვენს სიზმრებში უდროოდ და მაგრად მოთოვა...
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 14.01.2010 22:41:51 (UTC +4) ]  
- Отдать тебе любовь?
- Отдай!
- Она в грязи...
- Отдай в грязи!..
- Я погадать хочу...
- Гадай.
- Еще хочу спросить...
- Спроси!..
- Допустим, постучусь...
- Впущу!
- Допустим, позову...
- Пойду!
- А если там беда?
- В беду!
- А если обману?
- Прощу!
- "Спой!"- прикажу тебе..
- Спою!
- Запри для друга дверь...
- Запру!
- Скажу тебе: убей!..
- Убью!
- Скажу тебе: умри!..
- Умру!
- А если захлебнусь?
- Спасу!
- А если будет боль?
- Стерплю!
- А если вдруг - стена?
- Снесу!
- А если - узел?
- Разрублю!
- А если сто узлов?
- И сто!..
- Любовь тебе отдать?
- Любовь!..
- Не будет этого!
- За что?!
- За то, что
не люблю рабов.
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 14.01.2010 22:43:28 (UTC +4) ]  
...და სიბნელიდან გამოდის ბავშვი,
რომელსაც ბევრი სინათლე სურდა,
რომელმაც უცებ იპოვა ქარში
დიდი მსგავსება საკუთარ სულთან.
და ბოლოს მაინც შენთან მოვიდა,
სხვისთვის განკუთვნილ ვნებებით სავსე,
და ცას უყურებს უკვე შორიდან
და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე,
რადგან არ უნდა, არ სურს რომ ჰქონდეს,
ის რაც ოცნებებს და სიზმრებს ერთვის.
მე შენ გგულისხმობ... საიდან მოდის
ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის!




ოთარ ჭილაძე
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 14.01.2010 22:54:02 (UTC +4) ]  
მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია.
არ შემიყვარო, ქარო.
მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით...
წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს, -
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო,აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ,ქარო.
მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,-
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო!


მორის ფოცხიშვილი
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 21.03.2010 03:13:30 (UTC +4) ]  
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია..
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 21.03.2010 22:57:46 (UTC +4) ]  
სავსე მტევანივით მადლიანი მკერდი,
ვნებებს მიშლის და თავისკენ მიზიდავს,
სახე ამღვრეული აგედევნები
სხვა რა შევირგო ცოდვილ მიწიდან.

წამოგეწევი... საით გამექცევი!
წინ დაგიდგები კარგი მწევარივით
მკლავზე გადაგიწვენ და საწნახელში
ჩაგწურავ,ჩაგსრისავ ყურძნის მტევანივით.

თუ გამომიწვიე ბოლომდე დამნებდი,
გული ამიჩქარე,თავი მომანდომე,
რაც შენგან დავწურე ძუძუში ჩაგდგომია
შენი ძუძუს თავი კოკის პირად მომე.

მე განა მიყვარხარ... რომელი სიყვარული,
რომელი გატაცება მოსწვდება ამ ვნებას?!
მე შენ მინდიხარ თუნდაც ერთი ღამით
ასეთი ამაყი და ასეთი თავნება.

არცერთ სიყვარულში არ გავცვლი ამ ღამეს
და არც ამ საწნახელს ოქროს სარეცელში,
ვნებაში ყოფილხარ შეშლილო ქალღმერთო
მე კი სიყვარულში ამაოდ დაგეძებდი.
ორგანიზატორი
ბიჭი
 oho
(
)
[ 23.03.2010 02:04:48 (UTC +4) ]  
რა იცვლება ქორწინების შემდეგ?
როგორია კომერსანტის აზრი?
ჩვენ ვყიდულობთ რაფაელის შედევრს
აღმოჩნდება რაფაელის ასლი
გვერდზე: 
1  2  3  4  5  6  7
04.05.2024 02:32:47
(UTC +4)

www.en.cx
EncounterTM Ltd.
2004-2024 ©
EN в контакте Яндекс