Windows 2000, Windows XP და Windows 2003 Server ოპერაციულ სისტემებში ჩადებულია ქართული უნიკოდის მხარდაჭერა, მაგრამ ასოების განლაგება არ ემთხვევა ლათინურ ასოებს კლავიატურაზე, რაც ბევრისთვის მოუხერხებელია. იმისათვის, რომ ქართული ასოები ემთხვეოდეს ლათინურ განლაგებას, ისარგებლეთ წინამდებარე ინსტრუქციით, რომელიც განკუთვნილია Windows 2000, Windows XP და Windows 2003 Server ოპერაციული სისტემებისთვის.
Georgian (Lat) დრაივერი (ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ)
ქართული ენის ინსტალაციისათვის საჭირო ფაილები (ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ)
1. Windows 2000-ში:
START->Control Panel-იდან გახსენით Language Options და Language settings for the system-ში მონიშნეთ Georgian (სურათი 1).
Windows XP და Windows 2003 Server-ში:
START->Control Panel-იდან გახსენით Regional and Language Options, გადადით Languages-ზე და მონიშნეთ Install files for complex script and right-to-left languages (including Thai) (სურათი 2).
აღნიშნული პროცედურის ჩატარებისას შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი ოპერაციული სისტემის საინტალაციო დისკი. თუ საინსტალაციო დისკი არ გაგაჩნიათ, გადმოწერეთ და ისარგებლეთ ამ არქივით:
xp_sp2_i386.zip. 2. გადმოწერეთ ფაილი:
ka.zip, განაარქივეთ და გაუშვით install.bat ფაილი. (ფაილი წარმოადგენს zip არქივს, რომლის გასახსნელად შესაძლოა დაგჭირდეთ პროგრამა WinRar ან WinZip)
3. Windows 2000-ში:
START->Control Panel-იდან გახსენით Language Options, გადადით Input Locale-ზე და დააჭირეთ Add ღილაკს. Input Locale-ში აირჩიეთ Georgian, Keyboard Layout/IME-ში Georgian (Lat) (სურათი 3).
Windows XP და Windows 2003 Server-ში:
START->Control Panel-იდან გახსენით Regional and Language Options, გადადით Languages-ზე და დააჭირეთ Details ღილაკს. დააჭირეთ Add ღილაკს. Input Locale-ში აირჩიეთ Georgian, Keyboard Layout/IME-ში Georgian (Lat) (სურათი 4).
მ პროცედურების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, კლავიატურაზე SHIFT+ALT კლავიშების კომბინაციით ეკარანის მარჯვენა ქვედა კუთხეში განლაგებული ენის პანელის KA-ზე გადართვისას თქვენ შეძლებთ ქართული უნიკოდით წერას ლათინური განგალების მიხედვით.
(c)
fonts.ge