Choose your language:
en ka ru
Upcoming games:
(#77) "FireBird"
team game,
20.08.2025 / 20:00:00
Zone: Quest
Authors: TWIS, GioKip, adontz
Participation: 50 usd
(#80) "The show must go on"
team game,
01.09.2025 / 10:00:00
Zone: Quest
Author: GioKip
Participation: free
Earth // Georgia // Tbilisi // FLAME // OFF-topic
RSS 2.0
Domain: http://tbilisi.en.cx/ (domain owner: GioKip) Show avatars
Forum moderators: oho, GioKip, air, TWIS, ZURA, md5, Eretildo
On page: 
1  2  3  4  5  6  7

Я помню чудное мгновенье ანუ პოეზია უპირველეს ყოვლისა!

6/7/2008 6:15:44 PM / 127 messages / the topic was opened by oho .

Organizer
Boy
 oho
(
)
[ 9/14/2010 11:51:44 AM (UTC +4) ]  
სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა, ასაკი,
გიყვარდეს, მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი.

თუ შეგიძლია შეყვარება ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც ბევრნი არიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 10/18/2010 4:57:53 PM (UTC +4) ]  
თვალებით მაცდუნებ,
ჩურჩულით ამბობ, რომ
ალაგ-მოდებული სურვილი ავუშვა...
და იქნებ მე ვარ და ან იქნებ მე მქვია
შეცდომა, რომელიც შენ უნდა დაუშვა...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 3/6/2011 12:19:46 AM (UTC +4) ]  
ქალს ნუ მიენდობი,ქალი ქალია
ქალი ქარია,ქალი მარტია.
ქალი წვიმაა,ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია,ღრუბელი,ნისლია
უცხო პლანეტაა,ფეერვერკია
მიუწვდომელია,აუხდენელია,
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია,ძოწია,ალმასი,
იგი მაცდურია,მაგრამ ლამაზია.
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევი,
კაცის წყურვილია,გონის ამრევია,
ქალი რა არის?ბედის ირონია,
ფანტასტიკურია,ეგზოტიკურია.
ამოუცნობი ნახატი რითაა?
ქალი ქმნილებაა,ქალი შედევრია,
ერთადერთია...კაცის ღმერთია,
ქალი რომანსია,რენესანსია.
დავინჩის ჯოკონდაა,ჯორჯონეს ვენერა,
ქალი ტიციანის-მაგდალინელია,
ქალი რა არი?-ბედის ირონია,
ეროტიკულია,რომანტიკულია,
ეგზოტიკურია,ფანტასტიკურია.
კაცის კოცნაზეც კი მექანიკურია!!!
ქალს ნუ მიენდობი,ქალს ნუ მიენდობი,
ქალს ნუ მიენდობი,
ქალი ქალია, ქალი ქ ა ლ ი ა ! !
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 5/19/2011 12:29:22 PM (UTC +4) ]  
ძალიან გიყვარდა..? ეგ არაფერია...!!! მეტად ყვარებიათ სხვებს... ძალიან მოგწონდა..? რა ვუყოთ მერე... განა არ მოსწონდა სხვებს..?!.. ცხოვრებას შესწირავდი?? მიკვირს... განა შეუწირავთ სხვებს..?! ცხოვრება თეატრია, ითამაშე... ოღონდ ნუ გაიღებ მსხვერპლს...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/28/2011 9:49:18 PM (UTC +4) ]  
როგორ მოიწყინეს მთებმა,
ჩქარა ჩამოწვება ნისლი,
ხდება ყველაფერი ხდება,
ტყდება ერთგულების ფიცი.

სიცოცხლე მღერის, სინათლე მღერის,
ეს გული მღერის მიყვარხარ შეეეეენ.


როგორ გაირბინეს წლებმა
ყველამ დაგვივიწყა თითქმის,
ქრება ყველაფერი ქრება
მიდის ყველაფერი მიდის.
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/28/2011 9:58:03 PM (UTC +4) ]  
როგორ გაირბინეს წლებმა
როგორ დავავიწყდით ყველას
ქრება ყველაფერი ქრება
მიდის ყველაფერი მიდის
ქრება ყველაფერი ქრება
ჭკნება ერთგულების ტოტი
ხდება ყველაფერი ხდება
და კვლავ გაზაფხული მოდის
სიცოცხლე მღერის, სინათლე მღერის
ეს გული მღერის მიყვარხარ შენ
როგორ მოიწყინეს მთებმა
მალე ჩამოწვება ბინდი
ქრება ყველაფერი ქრება
ტყდება ერთგულების ხიდი
ქრება ყველაფერი ქრება
ჭკნება ერთგულების ტოტი
ხდება ყველაფერი ხდება
და კვლავ გაზაფხული მოდის
სიცოცხლე მღერის, სინათლე მღერის
ეს გული მღერის მიყვარხარ შენ
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/28/2011 10:06:46 PM (UTC +4) ]  
"როგორ მოიწყინეს მთებმა, ჩქარა ჩამოწვება ბინდი
ქრება ყველაფერი ქრება, ტყდება ერთგულების ხიდი
ხდება ყველაფერი ხდება, ირგვლივ ხავსია და მთები
მაგრამ სიყვარული რჩება, და ეს სიყვარული მღერის

სიცოცხლე მღერის სინათლე მღერის, ეს გული მღერის, მიყვარხარ შენ

როგორ გაირბონს წლებმა, ყველამ დაგვივიწყა თითქმის,
ქრება ყველაფერი ქრება, მიდის ყველაფერი მიდის
ქრება ყველაფერი ქრება, ჭკნება ვარდის ფერი ტოტი
მაგრამ სასწაული ხდება და კვლავ გაზაფხული მოდის.


სიცოცხლე მღერის სინათლე მღერის, ეს გული მღერის, მიყვარხარ შენ.
On page: 
1  2  3  4  5  6  7
4/23/2024 7:23:36 PM
(UTC +4)

www.en.cx
EncounterTM Ltd.
2004-2024 ©