Choose your language:
en ka ru
Upcoming games:
(#77) "FireBird"
team game,
20.08.2025 / 20:00:00
Zone: Quest
Authors: TWIS, GioKip, adontz
Participation: 50 usd
(#80) "The show must go on"
team game,
01.09.2025 / 10:00:00
Zone: Quest
Author: GioKip
Participation: free
Earth // Georgia // Tbilisi // FLAME // OFF-topic
RSS 2.0
Domain: http://tbilisi.en.cx/ (domain owner: GioKip) Show avatars
Forum moderators: oho, GioKip, air, TWIS, ZURA, md5, Eretildo
On page: 
1  2  3  4  5  6  7

Я помню чудное мгновенье ანუ პოეზია უპირველეს ყოვლისა!

6/7/2008 6:15:44 PM / 127 messages / the topic was opened by oho .

Organizer
Boy
 oho
(
)
[ 4/8/2010 10:15:26 PM (UTC +4) ]  
.
.
.

1)ცოლის მოყვანის მშემდეგ ხვდები, რომ "ეს ის არ ყოფილა, რაც და ვინც შენ გეგონა"

2) თუ კარგი გოგოა, ცდილობ ასე თუ ისე შეეგუო სიტუაციას და ბედს დამორჩილდე
3) ეს ბედის დამორჩილებაც არ გამოდის, რაღაც "ნიტო იწყება"
4) გიტყდება, რომ სანათესაო ვერ გაიგებს, ან რატომ დაქორწინდი მაგაზე ან ახლა რას ერჩი.. 
შენს გულში ხომ ვერავინ იხედება, რომ ნახოს იქ რა ცეცხლი ტრიალებს
5) იწყებ თვითგვემას..და ხასიათი გიფუჭდება.. ჯერ ცოტათი, მერე საბოლოოდ
6) ჩნდება ვიღაც სხვა გოგო, რომელიც გგონია , რომ "ისაა, ვისაც ეძებდი"
7) უფრო ხშირად ფიქრობ განქორწინებაზე, მაგრამ ხერხებს ვერ პოულობ
8) ცოლს უყვარხარ და გგონია ეს შენში რამეს შეცვლის? უფრო საშინელებაა
9) შეიძლება ცოლთან დაწოლა სულ უფრო იშვიათად მოგინდეს
10) მერე საერთოდ აღარ მოგინდეს
11) ნერვები იწყებს დაგლეჯას
12) ნერვები დაგლეჯილია
13) აღარ იცი რა ქნა, შინაგანად შენ თავს ჭამ..
14) უკვე განქორწინების დროა, და სულ გკიდია, ვინ რას ფიქრობს თქვენი სანათესაოდან
15) ცოლი აღარც გეცოდება უკვე და მზად ხარ შეგძულდეს
.
.
.



(c) http://forum.ge/?showtopic=34099941&view=findpost&p=18925532 :)
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 4/10/2010 4:45:54 AM (UTC +4) ]  
ჩემო საბრალო მარტოობავ!
გაშორეულდა ყველა...
ყველა ნისლში ჩაქრა...
შენ ერთი დამრჩი...
არა!
სულაც არ ნიშნავს მარტოობა მარტო დარჩენას,
ათასი ვინმე შეიძლება გეხვიოს ირგვლივ
და მარტო იყო...
ხშირად მეც ხალხში გარეულს წამომდგომიხარ:
თვალს შემავლებდი,
შემიცოდებდი
და ქანც მილეულს-სახლისაკენ წამომათრევდი.
რა ერთგული ხარ მარტოობავ რა უღალატო!
ჩემო საბრალო მარტოობავ!
აწი არსად არ გაგექცევი...
არ შეგეშინდეს საყვარელო!!!
მე შენთანა ვარ...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 5/12/2010 8:26:19 PM (UTC +4) ]  
Empty spaces - what are we living for?
Abandoned places - I guess we know the score..
On and on!
Does anybody know what we are looking for?

Another hero - another mindless crime.
Behind the curtain, in the pantomime.
Hold the line!
Does anybody want to take it anymore?
The Show must go on!
The Show must go on!
Inside my heart is breaking,
My make-up may be flaking,
But my smile, still, stays on!

Whatever happens, I'll leave it all to chance.
Another heartache - another failed romance.
On and on!
Does anybody know what we are living for?
I guess i'm learning
I must be warmer now..
I'll soon be turning round the corner now.
Outside the dawn is breaking,
But inside in the dark I'm aching to be free!

The Show must go on!
The Show must go on! Yeah!
Ooh! Inside my heart is breaking!
My make-up may be flaking!
But my smile, still, stays on!
Yeah! oh oh oh

My soul is painted like the wings of butterflies,
Fairy tales of yesterday, will grow but never die,
I can fly, my friends!

The Show must go on! Yeah!
The Show must go on!
I'll face it with a grin!
I'm never giving in!
On with the show!

I'll top the bill!
I'll overkill!
I have to find the will to carry on!
On with the,
On with the show!

The Show must go on.
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/26/2010 5:02:22 PM (UTC +4) ]  
ღობეს ღობავდა ბერიკაცი ღიღინ-ღიღინით,
მერე ჩამოჯდა თვალხილული პირზე ღიმილით.
..მოასვენა გადაღლილი ძველი სხეული
და ასე დარჩა ქანდაკებად გადაქცეული X2

..მიწა იყო,მიწად იქცა, მოგონებად გადაიქცა
ასეთია თურმე წუთისოფელი X2

ნაზიარები, შენდობილი ზეცას აკურთხა,
კიდევ ერთი ბერიკაცი დაისაკუთრა.
..დრო ისევ ივლის უსასრულოდ განუზომადი,
რომ მისი ღობე არ დატოვოს შეუღობავი X2

..მიწა იყო, მიწად იქცა.., მოგონებად გადაიქცა,
ასეთია თურმე წუთისოფელი…
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/7/2010 2:24:08 AM (UTC +4) ]  
ქებათა ქება

(ხუმრობა)

შენ დააპურე ჩემი ფიქრი და იდუმალი
გულისთქმა ჩემი აღმოცენდა შენს თბილ უბეში,
ყოვლისმხილველი, ყოვლისმცოდნე, მაგრამ მდუმარი,
შენა ხარ ქვეყნად ერთადერთი ჩემი ნუგეში!

შენ არა ერთხელ გახურებულ შუბლს მიგრილებდი
და შენმა მკერდმა ჩემი ცხარე ცრემლიც იწვნია...
ო, მაპატიე სიყვარულის ყველა ილეთი
თუ ისევ შენთან, მხოლოდ შენთან გამომიცდია!

როცა მიჭირდა, ჩვილ ბალღივით ჩაგეკრობოდი,
როცა მილხინდა, შენ განდობდი წადილს ვნებიანს,
რამდენჯერ,ღმერთო, ო. რამდენჯერ, ეხლა ვინ მოთვლის,
შენს თეთრ მკლავებზე ღონე მიხდილის ჩამძინებია!

შენთან გავლიე ნახევარი ჩემი ცხოვრების
და მყნდა დარჩეს ეს ამბავი, როგორც თქმულება ,
რადგან შენსავით საიმედო და ახლობელი
ღმერთი და რჯული, მე ამქვეყნად არ მეგულება!

ყველა მშვენება რომ მენახა დიდების ღირსი, -
შენ დაგიწერდი მაინც ამ ლექსს, ადრე თუ გვიან...
შენ უნდა გერქვას:
ბეატრიჩე,
ნესტანი,
ვისი...
ვაგლახ, ბუმბულით გატენილი ბალიში გქვია!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/11/2010 12:24:22 AM (UTC +4) ]  
შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.

სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/11/2010 12:24:30 AM (UTC +4) ]  
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში

შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლეწვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!

(თემურ ელიავა)
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/11/2010 12:27:56 AM (UTC +4) ]  
პატარა გოგონა

წუხელის ისეთი ლამაზად მოთოვა ,
მომინდა თოვლთან და ფიფქებთან თამაში ,
დარბოდა ნაზ თოვლში ამ დილით გოგონა ,
თავისი და ჩემი ბავშვობის ხანაში .

გავყევი ოცნებით დათოვლილ ბილიკებს,
როდის მოვასწარი ნეტავი დათრობა ,
მისდევენ გოგონას ფიფქები, ფიფქები,
მისდევენ ფიქრები და ჩემი ბავშვობა.

თვალი ვერ მოწყვიტე წარსულის სურათებს,
გოგონა ფიფქივით ცეკვავდა, ანცობდა,
როგორ დამავიწყდა იმ გოგოს სახელი,
სახელი მე მაშინ ასე რომ მათბობდა.

წარბებს და წამწამებს პეპლები ამკობენ.
გოგონას უხდება ფიფქებთან თამაში ,
და მირბის ნაზ თოვლში პატარა გოგონა,
ჩემი და თავისი ოცნების ხანაში .


მერკუციო
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/11/2010 12:37:35 AM (UTC +4) ]  
როცა დრო გავა, ალბათ სევდას წაიღებს წლები,
და ბევრი რამე მოსახდენი ალბათ მოხდება,
ჩემს გულსაც ალბათ დატოვებენ შენზე ფიქრები,
მაგრამ სიყვარულს რა მოუვა? ნუთუ მოკვდება?

გამოგიტყდები, ჯერ შენია ეს გული წმინდა,
მაგრამ, არ შეგხვდე აღარასდროს ძალიან მინდა.
მე კარგად ვიცი, შენ რომ ჩემი აღარ იქნები,
იქნებ როგორმე დაგივიწყო შორს თუ ვიქნები..

აღარ ვოცნებობ მე იმაზე ; შენც რომ გიყვარდე,
ერთი სურვილი დამრჩენია; " აღარ მიყვარდე"
სიყვარულს ჩემთვის მხოლოდ სევდა, ტკივილი მოაქვს,
თანაც ამ ტკივილს, არც სასრული და აღარც დრო აქვს...

რადგან ამ გრძნობას მე ვერ მოვკლავ და ვერც გავაქრობ,
ერთი გზა მრჩება, მე სიყვარულს მხოლოდ ჩავაქრობ.
გადავწყვიტე რომ აღარასდროს, მე შენ არ გნახავ,
ჩემს სიყვარულს კი ძალიან ღრმად გულში დავმარხავ.

ისე დავმარხავ ვერასოდეს ვერავინ ნახოს,
ვეღარ გავიგო მე მისი ხმა რომ დამიძახოს.
და რაც დრო გავა, ჩემი გრძნობა უფრო ჩაქრება,
ჩემი ტკივილი, ჩემი დარდიც ალბათ გაქრება...


MINIMAL
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/11/2010 12:42:49 AM (UTC +4) ]  
ასე დამთავრდა ეს სინორჩე
ასე დავსრულდით...
შორეულ ტყეებს გადაუფრინეს თეთრმა ქორებმა
არ შეიძლება დავიწყება წრფელი წარსულის
არ შეიძლება განმეორებაც.

დარჩნენ სიზმრები ვარდისფერი, დარჩნენ თვალები
მყუდრო მინდვრები, ყვავილები, ნისლის ნამქრობა

არ შეიძლება დაბრუნება იმ მხურვალების
არ შეიძლება თურმე ჩაქრობაც.

ვეღარ იქნება ჩემი მარტყი ისე კაპასი
მზემ შემოდგომის შემაჩვია ნაზი დაზრობა
არ შეიძლება დაბრუნება იმ სილამაზის
არ შეიძლება ულამაზობაც.

მთვარის რონინი... მდუმარება... ბინდი ფარული
შორს... სანახებში ნაღვლიანი ზარი წკარუნობს,

არ შეიძლება დაბრუნება იმ სიყვარულის
არ შეიძლება უსიყვარულოდ.

ასე დამთავრდა ეს სინორცე, ასე დავსრულდით
შემოინახა რაღაც ძვირი მწვანე კორდებმა
როგორ კარგია გახსენება წრფელი წარსულის
და ისიც, რომ ის არ მეორდება

ზ. გორგილაძე
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/11/2010 12:49:33 AM (UTC +4) ]  
ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.

დამუხტულია კეთილი სიბრძნით,
ემორჩილება დედოფლის კლდემას,-
ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება

მაგრამ, ო, მაგრამ
ადრე თუ გვიან
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ჰყრიან.
ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება
აზრი,
ოცნება,
სიმართლე,
ჭორი...
არის უთუოდ რაღაც მსგავსება
ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის,
ჩვენ რომ ვთამაშობთ
ყოველთვის ყველგან
გულდაჯერებით და გამძაფრებით,-
დაფაზე რჩება პატარა სევდა,
პაიკის სევდა, სხვა არაფერი...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/12/2010 9:03:18 PM (UTC +4) ]  
მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!

მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ.

მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების,
სულს რომ სწყურია წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი

მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების,
ღმერთმა ჰქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ.
თუ აგატირებთ არ დაღონდეთ მალე გაივლის,
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/12/2010 9:03:42 PM (UTC +4) ]  
ხვაშიადი
..სიცხე..ისფაჰანი..ფირუზის ღრუბლები...
...სასახლის კიბეზე დიდი შაჰი ადის...
დღესაც _სულ არავის არ ესაუბრება!
მხლებლები ასკვნიან:ისევ ხვაშიადი...

ძღვენი ვასალისა;თეთრი რაში ათი;
ახალი მხევალი;ზღაპრული ჰანგები...
მაგრამ არ ეწყობა კაცს ეს ხასიათი
და ყელში ამოსდის ჰაქიმთა ბანგები.

"სამყაროს ლომი ხარ...ვინ არს სხვა დიადი?!"
_ერთ სუნთქვად ქცეულა ლაქუცა ამალა...
უხმოდ იტრიალებს ბეჭედს ხმა-ზვიადი,
მაგრამ წარბების ბმა ზიზღს ვეღარ დამალავს.

ბოლოს სატახტოშიც დგება ღრმა წყვდიადი,
შაჰმა გადაცმულმა და ცხენმა უბელომ_
ვინძლო ქარვასლაში ჰპოვონ განთიადი,
რომ ამაოებას ცოტათი უყელონ...

იქ დერვიში იცნობს შაჰს შავ მაშიათი,
მიეახლება და "რა გწვავს, თვითონ მზეო!"
და "მზე"ატირდება,მტანჯავს ხვაშიადი
და ბრმა მოლოდინით თვალნი დავიფსეო.

ბრძენკაცი ლექსით და არა კაფიათი
ჭმუნვით უპასუხებს:"მბრძანებელო ჩემო,
სჯობს კაცი იკვებოს მლაშე ქვა_ხმიადით,
ოღონდ არ იცოდეს ხვაშიადის გემო!"

...სიცხე..ისფაჰანი..ფირუზის ღრუბლები..
სასახლის კიბეზე დიდი შაჰი ადის.
დღესაც_სულ არავის არ ესაუბრება!
მხლებლები ასკვნიან: ისევ ხვაშიადი...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 2:12:11 AM (UTC +4) ]  
ამბობდი -
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ - თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გამცვდარი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ -
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ...





თეა თაბაგარი
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 2:20:15 AM (UTC +4) ]  
ქალს მუდამ რაღაც მიყვება მზითვად,
პირველი კოცნის მხურვალე ალი,
ვნებით ნათქვამი პირველი სიტყვა....
ქალის გაგება ძნელია, ძნელი,
რაღაცას მალავს ყოველთვის ქალი,
გაუშტერდება ხანდახან მზერა,
და წარსულისკენ გაურბის თვალი...
ქალს მუდამ რაღაც მოყვება მზითვად,
ქალი ყოველთვის რაღაცას მალავს,
ან წიგნში ჩამჭკნარ ყვავილებს მინდვრის,
ან გაყვითლებულ , გაცრეცილ ბარათს...
ქალი ყოველთვის რაღაცას მალავს,
და დარდში გადის ჟამი ზოზინით...
თვითონაც უცხო და შორი მარად,
იდუმალების ბინდით მოსილი...


ვახტანგ ხარჩილავა
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 2:26:58 AM (UTC +4) ]  
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო-
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად...
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 2:31:07 AM (UTC +4) ]  
უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...

გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდარხარ --
ჩვენი გზა გაიყო...

ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა,
აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო...
არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს,
მე წავალ,

არ მინდა ტკივილი გიჩვენო......
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 2:32:16 AM (UTC +4) ]  
ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: “ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
“განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
“გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 2:33:27 AM (UTC +4) ]  
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 7/14/2010 2:36:21 AM (UTC +4) ]  
დრო სწრაფად გადის...
ჩვენ ვხვდებით გვიან...
რომ სიყვარული არ არის წამი...
რომ ყველა გძნობას სახელი ჰქვია....
.და ეს არ არის არავის ბრალი....
დრო ჩვენ არ გვიცდის უბრალოდ მიდის
და ეს არ ნიშნავს ჩვენ ვაგვიანებთ...
ცხოვრება მიდის ჩვეული რიტმით...
და ეს არ გვესმის ადამიანებს..
მე რომ მახსოვხარ არაფერს ნიშნავს...
მოგონებები ყველას გვაქვს გულში...
და თუ ცხოვრება შენ მოგცემს ნიშანს
ნუ აგერევა ძველ სიყვარულში...
წარსულზე ფიქრი აღვიძებს გრძნობებს
მაგრამ არ ბადებს ახალ სიყვარულს...
თუ არ მიიღებ დრო რასაც მოგცემს
მაშინ ეჩვევი მარტო სიარულს...
შენ რომ გახსოვარ ეს იმას ნიშნავს
რომ მოგონება ჯერ კიდევ ცოცხლობს..
იფიქრე შენთვის ნურაფერს მკითხავ...
სამაგიეროთ ნურაფერს მომთხოვ ...
ჩემი სიჩუმე ვიცი ძნელია
და სიჩუმეში ჩანს ყველაფერი...
ეს მოგონებაც ერთი წვეთია
ფარულ გრძნობათა ოკეანეში
მე ვერ წამართმევ თავისუფლებას...
შენ ფარულ ფიქრებს, აღარც გინატრებ...
მხოლოდ გახსოვდეს გრძნობა სრულდება..
მეც მაქვს უფლება აღარ მიყვარდე...
On page: 
1  2  3  4  5  6  7
4/25/2024 4:31:59 PM
(UTC +4)

www.en.cx
EncounterTM Ltd.
2004-2024 ©