Choose your language:
en ka ru
Upcoming games:
(#77) "FireBird"
team game,
20.08.2025 / 20:00:00
Zone: Quest
Authors: TWIS, GioKip, adontz
Participation: 50 usd
(#80) "The show must go on"
team game,
01.09.2025 / 10:00:00
Zone: Quest
Author: GioKip
Participation: free
Earth // Georgia // Tbilisi // FLAME // OFF-topic
RSS 2.0
Domain: http://tbilisi.en.cx/ (domain owner: GioKip) Show avatars
Forum moderators: oho, GioKip, air, TWIS, ZURA, md5, Eretildo
On page: 
1  2  3  4  5  6  7

Я помню чудное мгновенье ანუ პოეზია უპირველეს ყოვლისა!

6/7/2008 6:15:44 PM / 127 messages / the topic was opened by oho .

Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:15:44 PM (UTC +4) ]  
ხომ შეიძლება,სხვა იცინოდეს,
შენ კი, არა და ,არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება,დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება,მომავლის გარდა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო,მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.

ხომ შერიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს,
ხომ შეიძლება ,ლექსს გიბეჭდავდნენ
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.

ხომ შეიძლება,ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,-
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი, ხომ შეიძლება?!

მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვაძინებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.

და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,
გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით
გვიხარია და არც გვიხარია

ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება,მრუდედ გაიგონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე.

თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდე მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.

ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,-
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?



თუ წააწყდებით ლამაზ სიტყვებს, ლექსებს ან უბრალოდ ფრაზებს დაპოსტეთ ხოლმე ამ თემაში

პ.ს მოდერებს ვთხოვ აკონტროლონ ეს თემა და ყველა პოსტი რომელიც არ შეესაბამება თემას წაშალონ!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:32:12 PM (UTC +4) ]  
როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია...
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში...
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე...)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.

მერე ზემელია... მერეა მთაწმინდა...
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით... გვიყვარდა... გვათოვდა... გვაწვიმდა...
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები...)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...

და მერე პუშკინით... და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია...
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ...
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:35:14 PM (UTC +4) ]  
ძლივს შევეჩვიე.. და მტუქსავ თითით:
"არ შეიძლება... აკრძალულია..."
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.
შენი ჩურჩული მე შევიყვარე,
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში,
შენი ჩურჩული არხევს ფიჭვნარებს,
ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.
მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული,
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი
და მეჩვენება, შენი ჩურჩული,
სადღაც ბუხარში კვამლად ამოდის.
მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი
და რას აღმითქვამს, მინდა გავიგო.
მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის
გაუბედავად: "მამა... მამიკო..."
ძლივს შემეჩვიე და მტუქსავ თითით:
"არ შეიძლება... აკრძალულია...."
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია...


შ. ნიშნიანიძე
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:37:18 PM (UTC +4) ]  
Он уходил,
Она молчала
А ей хотелось закричать...
Не уходи!
Начнём сначала
Давай попробуем начать!
Он оглянулся у порога,
Свою решительность неся.
Хотел он крикнуть.
Ради Бога!
Прости меня!
Верни меня!
Не закричал.
Не подошел.
Она молчала.
Он ушел.............
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:41:01 PM (UTC +4) ]  
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი,
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი,
გულში ჩამიკარი, გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
მოვა დრო, მიხვდები წარსულის შეცდომებს , აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი,
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან, მერე ყველაფერი იქნება გვიანი...
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი ,
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე, იქნება გვიანი...
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე, მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით,
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები, იქნება გვიანი...
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:42:57 PM (UTC +4) ]  
ღამით როდესაც სულ ყველას სძინავს
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს
მას გონია რომ მე იგი მიყვარს
მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს,
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება
იგი კრთის როგორც ჩიტი პატარა
იმ ღამით მე მას ვაჩუქე კოცნა
რომელიც კუბოს ფიცრამდე ატარა
და ისე მოკვდა რომ ვერ გაიგო
მე ის მომწონდა და არ მიყვარდა
მაგრამ მე მაინც სულ მის საფლავზე
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
და ერთხელ როცა ყვავილი დავდე
დაღლილს დაქანცულს უკვე დაკარგულს
ბრწყინვალე თვალზე შევნიშნე ცრემლი
თურმე ტიროდა წარსულს სიყვარული.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა
დროს მე მივყავარ და მე დრო მიმყავს
ხალხნო გაიგეთ,მე ის გოგონა
ცოცხალი მომწონდა მკვდარი კი
მ ი ყ ვ ა რ ს !!!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:46:44 PM (UTC +4) ]  
Сегодня начало моей новой жизни
Сегодня я начинаю сначала
Сегодня ко мне приходит все хорошее
Я благодарен за то, что живу
Я вижу вокруг себя красоту
Я живу страстно и целеустремленно
Я бодрый, энергичный и жизнерадостный
Я фокусируюсь на всем хорошем в моем жизни
И я благодарен за это
Я нахожусь в мире и единстве во всем
Я чувствую любовь, наслаждение и изобилие
Я свободен быть собой
Я рад быть… собой.
Сегодня лучший день в моей жизни!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:48:50 PM (UTC +4) ]  
მთელ ჩემს სიყვარულს შენ გიბრუნებ, შენ დაგიბრუნებ
ყველაფერს, რასაც თავად ფლობდი, როგორც მეუფე;
ჩემში გრძნობათა ნაკვალევს თუ სადმე იგულებ,
შენ დაგიბრუნებ!... მთელ შენს კუთვნილს შენ დაეუფლე!
თუ ჩემს სიყვარულს შეითვისებს შენი ბუნება,
თუ ჩემს გაძარცვას ვეღარასგზით გვერდს ვერ აუვლი,
ჩემგან განცდილით გამდიდრების თუ გაქვს ცდუნება,
დაე, ეს იყოს მთელი შენი დანაშაული.
მიჯობს, მაცდური სათნოების მერქვას მონა და
ჩემს უკაცრიელ გულში წყენა ვერვინ დატიოს,
დაე, სიყვარულს გადაბრალდეს ცოდვის ქონა და
შენ გეპატიოს ყველაფერი, შენ გეპატიოს!
თუ კვლავ გწადია ჩემს ტკივილში ეძიო ტკბობა,
ის მიჯობს მომკლა, ვიდრე ჩვენში მეფობდეს მტრობა!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:51:41 PM (UTC +4) ]  
ნურცარას მკითხავ და არცარას გიამბობ,
შენ ჩემი ცხოვრების დაწყევლე გარიჟრაჟს,
მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე,
ნიავი მთებისა მეტყოდა სამძიმარს.

კვლავ აღარ მოგიხმობ, ვით სატრფოს ქორბუდა,
ხეობებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
ნუმც გნახო სხვის ხელში დამჭკნარი ვარდივით.

ჟინი რომ მომივლის კვლავ შენი დანახვის,
დაჭრილი ლომივით ვბორგავ და ვაწყდები,
მე გულის იარას არაყით ვუწამლებ,
და სოფლის ლოთივით ყოველდღე დავთვრები.

დავთვრები, რომ აღარ ვიფიქრო წარსულზე,
ვახ, ეს რა ყისმათი მარგუნე უფალო,
დაკლაკნილ ბილიკებს მთებისკენ შევყვები,
ნისლიან ჭიუხში ვიცხოვრებ უქალოდ.
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:54:34 PM (UTC +4) ]  
მე შენთან მოვალ, მაგრამ იცოდე არა იმისთვის რასაც
შენ ფიქრობ,
მე შენთან მოვალ, მკაცრი ხელებით, ამაღამ უნდა დაგსაჯო ვითომ. . .
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 6:59:56 PM (UTC +4) ]  
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები
რომ თქვენი თმები დამაბრუნებდა,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს დაპირებებს ანადგურებდნენ...

და ტყვია სადმე თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით
თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ
დანაშაული - არდაბრუნების.

მირზა გელოვანი
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 7:00:12 PM (UTC +4) ]  
ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა,
ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა,
ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს
თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.
ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა,
გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა,
ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა.
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 7:01:12 PM (UTC +4) ]  
მე ახლა მივხვდი, არ იბინდება,
რაც ერთხელ სულში ვნებად იალებს,
დღეს უთენია წვიმამ წამიღო
და ჩემს წარსულში მახეტიალებს.
ზოგჯერ მძულდი და ზოგჯერ მიყვარდი,
და გულში დამრჩა ხაზი წყვეტილად,
ახლა ხსოვნაში ინთები ხშირად,
გარდასულ დღეთა ნათელ წერტილად.
უცხონი გავხდით და არ ღირს განსჯა,
თუ რა შევცოდეთ ვინ ვის წინაშე....
რად გამახსენდი? - გნატრობდი ხოლმე
ჩუმად გნატრობდი, ასეთ წვიმაში....
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 7:02:32 PM (UTC +4) ]  
ცრემლები, ღიმილი, ტანჯვა და სიხარული,
აი, რა არის თურმე სიყვარული
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 7:02:59 PM (UTC +4) ]  
წარწერა თავის ქალისაგან დამზადებულ სასმისზე

1. ნუ შეშინდები მკვდარი ძვლისაგან!
სულმა დამტოვა; _ სიცოცხლე მორჩა.
თუმც განსხვავებით ცოცოხლებისაგან,
სისულელეებს მე აღარ ვროშავ.

2. მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! _ შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.

3. ჯობია ვაზის ნაჟურით გავსონ,
ვიდრე ჭიების იყო საჭმელი;
ჯობია ისევ სასმისს გამსგავსონ;
დალიონ შენით ღმერთის სასმელი.

4. და სადაც ერთ დროს ბრწყინავდა ტვინი,
რომ ყოფილიყო სხვებისთვის მარგი,
სიცარიელე დარჩა და ღვინით
შეივსოს, ნუთუ, არ არის კარგი.

5. მიდი დალიე, ვიდრე ეს ძალგიძს
თორემ როდესმე ვინმე გარდაცვლილს
გიპოვის შენაც; დაგირღვევს წყნარ ძილს;
ერთ დღეს სუფრაზე გიხილავ დაცლილს.

6. რა ხეირი გვაქვს თავებისაგან,
ვიდრე ცოცხლები დავდივართ ქვეყნად?
ხოლო დახსნილნი მატლებისაგან,
გამოდგებიან უთუოდ მეტად
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 7:06:13 PM (UTC +4) ]  
ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა.
გვირილა კანჭებზე გაკოცებს ღმერთმანი,
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ!
გულთან შეიბნიე ჩხსნილი ღილები
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?!
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის!
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი,
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში
არ იცი, მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის!
ეგ ყელი მაღალი როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს!
თუ არ დამიჯერებ წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს!
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწეს რტოებმა
რა უბიწოებთ გარყვნილი რამ ხარო!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 7:12:01 PM (UTC +4) ]  
ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 10:21:16 PM (UTC +4) ]  
"თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პატარა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ ნამდვილად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ...
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის, რომ თითოეულ წუთს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ როცა ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როცა ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როცა სხვები ილაპარაკებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს.
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლეს, შილიფად ჩავიცვამდი, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო სხეულს არამედ ჩემს სულსაც...
ღმერთო, თუ გული მექნებოდა, მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვანგოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა...
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი დღეს ისე რომ ხალხისათვის არ მეთქვა: "მე ის მიყვარს!" დავარწმუნებდი თითოეულ კაცსა და ქალს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული...
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როცა შეყვარების უნარს კარგავენ! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მათ მხოლოდ ფრენის სწავლების უფლებას მივცემდი. მოხუცს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ხალხო... დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ვისწავლე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები...
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი: "მიყვარხარ!", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...
ყოველ გათენებასთან ერთად, ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს, რათა ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ მე ეხლა ვცდები და დღეს ამის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ...
ვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს შენ უკანასკნელად ხედავ მათ ვინც ძალიან გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.
გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: "ვწუხვარ", "მაპატიე", "გეთაყვა", "გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით...
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის...
...თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება როგორიც იყო გუშინდელი, და თუ ამას არასოდეს გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე. დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ეხლა სწორე
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 10:23:24 PM (UTC +4) ]  
თუმც მთელი ღამე წვიმდა
ხედვას ჩავქოლავ ქვით
მე შენთან აღარ მინდა
(კინაღამ მინდა ვთქვი)
გული შენთვის არ ხარობს
შენც გამირბიხარ,ხომ?
იცოდე აღარ გნატრობ
(არ დამიჯერო გთხოვ)
Organizer
Boy
 oho
(
)
[ 6/7/2008 10:26:48 PM (UTC +4) ]  
,,ყველა ერთს ამბობს, რომ სიყვარული წარმავალია,
გაელვებაა წუთიერი და არაფერი, გაივლის დრო და ტკბილი გრძნობა სადღაც გაქრება,
დარჩება მხოლოდ გულის ტკენა სხვა არაფერი.
მაგრამ მე მინდა, რომ ეს აზრი ხალხში არ იყოს,
შეხედულება შეიცვალოს გახდეს სხვაგვარი,
მაგრამ ვაი, რომ ხალხის აზრი არის მართალი
და სიყვარული წუთიერია და წარმავალი!........."
On page: 
1  2  3  4  5  6  7
4/24/2024 10:26:06 AM
(UTC +4)

www.en.cx
EncounterTM Ltd.
2004-2024 ©